Terms And Conditions


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება SoulWall-ის ონლაინ პლათფორმაზე, რომელიც შეიქმნა თქვენი სახლების და ოფისების გალამაზების მიზნით!
აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ SoulWall-ის  ვებგვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე - www.soulwall.ge და ოპერირებს ინდ.მეწარმე ნინო სხირტლაძის მიერ.


ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდების გამოყენების შედეგად. ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება (კონტრაქტი) მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას (”შეთანხმებები”). თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ, გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.თუ არ ეთანხმებით შეთანხმებებს (ან ვერ შეასრულებთ), სრული თავისუფლება გაქვთ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე sales@soulwallart.com იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება და თქვენთან თანამშრომლობა. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელზე და სხვა სერვისებზე წვდომის მსურველზე.
 
2. კომუნიკაცია
ჩვენი მომსახურების გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება SoulWall-ისგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე sales@soulwallart.com   გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.
 
3. შეძენა/ყიდვა
თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი, რაც ხელმისაწვდომია მომსახურების საშუალებით, ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.
თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.


გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ხელმისაწვდომობა, პროდუქტის აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

4. შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 12 საათში. თანხის დაბრუნება/ ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.


პროდუქტის დაბრუნება და თანხის უკან მიღება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
•    რეპროდუქციას, პრინტს, პოსტერს აქვს აშკარა წუნი, კერძოდ ტილო, ქაფმუყაო ან ქაღალდი გახეულია, პასპარტუ ან მინა დაზიანებულია
•    თუ პროდუქტი გადამზიდის დროს ტრანსპორტირებისას დაზიანდა პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდ კომპანიას და თქვენ მოგაწვდით ახალ პროდუქტს


ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს ინდ.მეწარმე ნინო სხირტლაძის (კომპანია SoulWall)  საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. 
თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული მასალა სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.
 
6. აკრძალული გამოყენება
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მომსახურება მხოლოდ კანონიერი მიზნებით და პირობების შესაბამისად.
 
7. ანალიტიკა
შოულჭალლ-ს შეუძლია გამოიყენოს მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.
 
8. ანგარიშები
როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერ დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციას უსაფრთხოების დარღვევის შესახებ.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შევცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.
 
9. შეწყვეტა
SoulWall-ს შეუძლია შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენი ანგარიში და მომსახურებაზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.
თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ ფაქტობრივად შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
 
10. მარეგულირებელი კანონი

წესების და პირობების რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.
ჩვენს მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.
 
11. ცვლილებები სერვისში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან მომსახურებაზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.
 
12. დასტური/თანხმობა
ჩვენი მომსახურებით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებს და პირობებს და ეთანხმებით მათ.


13. დაგვიკავშირდით
გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: sales@soulwallart.com